კრემლი ხერსონს ისევ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, უკან დახევაში კი დამამცირებელს ვერაფერს ხედავს

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანა რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის ოლქის სტატუსს არ ცვლის.

“ეს არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ეს სტატუსი არის იურიდიულად განსაზღვრული და დაცული. აქ არანაირი ცვლილება არ არის და არ შეიძლება, იყოს”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

პესკოვმა არ უპასუხა კითხვას, თუ როგორ მიიღო ვლადიმერ პუტინმა გენერალ სერგეი სუროვკინის მოხსენება ხერსონში არსებული მდგომარეობის შესახებ და შემდგომ – სერგეი შოიგუს გადაწყვეტილება ქალაქიდან ჯარის გაყვანის შესახებ.

„იყო თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, ამიტომ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თავდაცვის სამინისტროს, ამ თემაზე სათქმელი არაფერი მაქვს“, – განაცხადა პესკოვმა.

BBC-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პესკოვმა თქვა, რომ არაფერია დამამცირებელი ხერსონიდან უკან დახევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები