ხერსონში ანტონოვსკის ხიდი ააფეთქეს
ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის რეგიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს – აფეთქებულია.
ხერსონელი ჟურნალისტი, კონსტანტინე რიჟენკო წერს, რომ ხიდი რუსებმა წინასწარი დანაღმვის გზით ააფეთქეს. მისი თქმით, “ზიანის ბუნებიდან გამომდინარე, ის რუსებმა ააფეთქეს. არტილერია ამას ვერ იზამდა, მხოლოდ დანაღმვა”. ანტონოვსკის ხიდი იყო რუსებისთვის მთავარი ლოჯისტიკური მარშრუტი ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასატანად. აქტიური შეტევითი ოპერაციების დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ურტყამდნენ ხიდს, რომ ზიანი მიეყენებინათ მტრის მიწოდებასა და თავდაცვითი პოტენციალისთვის.