ხერსონი კიევის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა – როგორ ხვდებიან ადგილობრივები უკრაინელ სამხედროებს (ფოტო)

ხერსონის ცენტრში ადგილობრივები უკრაინელი სამხედროების დასახვედრად შეიკრიბნენ.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების გასვლის შემდეგ ქალაქში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ.

ადგილობრივები ქალაქის ცენტრში უკრაინული სიმბოლიკებით არიან გასული.

ხერსონის ოლქიდან საოკუპაციო ძალების გასვლის შესახებ 9 ნოემბერს გახდა ცნობილი. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პროცესი დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები