შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ – eCustoms სისტემაში ტექნიკური სამუშაოების გამო, სისტემაზე წვდომა შეიზღუდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო, შეიზღუდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემით – „eCustoms“ სარგებლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ვერ შესრულდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები, მათ შორის საქონლის დეკლარირება/გაფორმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება/რეგისტრაცია/დადასტურება.
“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს საქონლის გაფორმების პროცედურების და საბაჟო გამშვებ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებების/ტვირთების გადაადგილების დროებით შეფერხება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.