“ხერსონის ოლქი ყველა რუსმა სამხედრომ დატოვა” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ხერსონის ოლქი  ყველა რუსმა სამხედრომ დატოვა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოპერაცია გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:00 საათზე დასრულდა.

“მარჯვენა სანაპიროზე არცერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა და სამხედრო ნაწილებმა ის თავდაცვითი ხაზები და პოზიციები დაიკავეს, რომლებიც წინასწარ იყო მომზადებული საინჟინრო თვალსაზრისით”, – ხაზგასმით აღნიშნეს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები