პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 1570 ტერმინალი გადასცა
უკრაინის ხელისუფლებამ პოლონეთისგან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის 1570 ტერმინალი მიიღო.
ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა Telegram-ში დაწერა.
“ტერმინალების მიღება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის პრობლემების გამო. როდესაც შუქი ქვრება, ზოგიერთ რეგიონში მობილური ოპერატორები და პროვაიდერები არ მუშაობენ. Starlink-ის სადგურები მოსახლეობას აწვდის საჯარო Wi-Fi წერტილებს და ადამიანებს შეეძლებათ კავშირზე ყოფნა”, – დაწერა მან.
მინისტრის თქმით, ტერმინალების ნაწილი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სამოქალაქო ხელისუფლებას გადაეცემა.
გარდა ამისა, Starlink-ის სადგურებით უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის რკინიგზა.
24 თებერვლიდან უკრაინამ დონორებისა და პარტნიორებისგან 20 000-ზე მეტი Starlink ტერმინალი მიიღო, მათგან 5 000 – პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით.