“რუსეთის მიმართ ჩემი მტკიცე პოზიცია დაბრკოლება იქნება” – გრიბაუსკაიტე ნატოს გენერალურ მდივნად შესაძლო არჩევაზე

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მისი მკაცრი პოზიცია ხელს შეუშლის, გახდეს ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი.

ამის შესახებ მან The New York Times-ს განუცხადა.

გრიბაუსკაიტეს თქმით, ნატოში უმაღლეს თანამდებობას, როგორც წესი, იკავებს ის, ვისაც ერთხმად უჭერს მხარს 30-ვე წევრი ქვეყანა.

„ზოგიერთი ქვეყანა ჩათვლის, რომ რუსეთის მიმართ ჩემი მტკიცე პოზიცია იქნება დაბრკოლება“, – თქვა მან.

გრიბაუსკაიტეს განმარტებით, „რუსეთთან უნდა გვქონდეს საქმე, როგორც ტერორისტებთან და არ უნდა წავიდეთ მოლაპარაკებებსა და კომპრომისებზე”.

მისი თქმით, ნატოს ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ უკრაინას მეტი სამხედრო აღჭურვილობა, რომლის მიწოდებას ერიდებიან ქვეყნები.

იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნატოს ლიდერებმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ვადა 2023 წლამდე გაახანგრძლივეს. დალია გრიბაუსკაიტე ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად სახელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები