“რუსეთს ხერსონიდან გასვლისთვის, სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება” – ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, რუსეთს ხერსონის სრული დატოვებისთვის, სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება.
ამის შესახებ მან Reuters-თან საუბარში თქვა.
მისი თქმით, რუსეთს ხერსონის ოლქში 40 ათასი ჯარისკაცი ჰყავს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ხერსონში და მის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე იმყოფება.
“ძნელია ამ ჯარების ხერსონიდან რამდენიმე დღეში გაყვანა. ერთი კვირა მაინც დასჭირდება”, – თქვა რეზნიკოვმა და დასძინა, რომ რუსების ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია.