კიევში რუსული ენა საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს

კიევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსული ენა დედაქალაქის სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამიდან იქნება ამოღებული.

შეთავაზებულია, რომ რუსული ენის გაკვეთილები სხვა საგნით უკვე 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან იყოს ჩანაცვლებული.

როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაციის მოადგილემ, განათლებისა და მეცნიერების, ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, ვადიმ ვასილჩუკმა განაცხადა, რუსეთთან ომის პირობებში, სასწავლო პროცესის წარმართვა და რუსული ენის სწავლა შეუსაბამო და არასწორია.

მანვე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს ენასაც აქვს მნიშვნელობა – „ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები