პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დაიღუპა და დაშავდა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, სავარაუდოდ – ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინას
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დაიღუპა და დაშავდა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და, სავარაუდოდ, ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინას. ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, მარკ მილიმ ნიუ-იორკში ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, დაღუპულია 40 ათასამდე მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, თუმცა, მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მიიღო აღნიშნული მონაცემები.
უკრაინული გენშტაბის ცნობით, 9 ნოემბრის მონაცემებით, ომში დაღუპულ რუს სამხედროთა რიცხვი 77 ათასს აჭარბებს.