უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 41 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინელები დევნიან მტერს, რისთვისაც მათ დიდი ფასი გადაიხადეს.
„დღეს კარგი ახალი ამბები გვაქვს სამხრეთიდან. იმ უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ადგილებს უბრუნდება თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობისას, უკვე ათეულობითაა. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას. გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი.
მაგრამ სიხარულთან ერთად ყველას უნდა გვახსოვდეს დღეს და ყოველთვის, თუ რას ნიშნავს ეს მოძრაობა, რომ ჩვენი თავდაცვითი ძალების ყოველი ნაბიჯი – ჩვენი მეომრების ტოლფასია. ეს არის სიცოცხლე, რომელსაც უკრაინელების თავისუფლებისთვის წირავენ. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით. მიღწეულია მათი სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით. მტერი კი არ მიდის, ეს უკრაინელები დევნიან მათ დიდი ფასის გადახდის შედეგად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.