ოკუპანტებმა ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეწყვიტეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეწყვიტეს, რადგან მსურველები არ გამოჩნდა, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.
“დაზუსტებული ინფორმაციით, ქალაქ ხერსონიდან მოსახლეობის ე.წ. ევაკუაცია შეწყდა მსურველების სიმცირის გამო. ქალაქში საოკუპაციო ხელისუფლებამ ხელფასების და სოციალური შეღავათების გაცემა შეწყვიტა”, – ნათქვამია ანგარიშში.
გენშტაბში ასევე განაცხადეს, რომ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში ოკუპანტებმა სამოქალაქო საავადმყოფო დაიკავეს და სამხედრო ჰოსპიტლად გადააქციეს, სადაც ამჟამად 800-მდე დაჭრილი ოკუპანტი იმყოფება.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დატოვება 9 ნოემბერს დაიწყეს.