გარემოს ეროვნულ სააგენტოს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს საველე პორტატული გეოლოგიური აპარატურა გადაეცა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საველე გეოლოგიური კვლევების დროს სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერებას. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ფიცხელაური ესწრებოდა, სადაც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ, წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემაზე – გეოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობისა და საველე სამუშაოების შესახებ.
აღნიშნული ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივის“ (GIDRM) პროექტის ფარგლებში გაიმართა.