გივი მიქანაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მცდელობა არის, რომ გარე ზეწოლა მოხდეს იმ პროცესებზე, რაც ეწინააღმდეგება თვითონ ევროკავშირის ღირებულებებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გივი მიქანაძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს. მისი თქმით, მსგავსი ანგარიშები სასამართლო სისტემაში პირდაპირი ჩარევის ტოლფასია. ამასთან, მიქანაძის განცხადებით, ევროკავშირის პრინციპებს და ღირებულებებსაც არ შეესაბამება.

“მხარდაჭერილ იქნა ცვლილებების პაკეტი, იმ აბსურდულ რეზოლუციაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო და სადაც ვლინდება ისეთი გარემოებები და ფაქტები, რომლებიც აცდენილია რეალობას. არის მიკერძოებული და ყოველგვარი გადამეტების გარეშე ქვეყნის სასამართლოსთან მიმართებით პირდაპირი ჩარევის მცდელობა. ახლა მცდელობა არის, რომ გარე ზეწოლა მოხდეს ამ პროცესებთან მიმართებით, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელზეც თვითონ ევროკავშირი დგას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის სტანდარტებთან არის შესაბამისობაში,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები