ირაკლი ქადაგიშვილი: აბსურდს ემსგავსება გარკვეული რეზოლუციები, რომლებიც მოწყვეტილია კონკრეტულ შეფასებებს

აბსურდს ემსგავსება ასეთი ხასიათის მქონე გარკვეული რეზოლუციები, – ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშს.

მისივე თქმით, ეს არის იმ ჯგუფის შურისძიების გაგრძელება, რომელიც საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

“აბსურდს ემსგავსება ასეთი ხასიათის მქონე გარკვეული რეზოლუციები, რომლებიც მოწყვეტილია რაიმე კონკრეტულ შეფასებებს. გვეუბნებიან, რომ შევამციროთ ბიძინა ივანიშვილის გავლენა საზოგადოებაზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, როგორ შევამცირო ვეკითხებით?! ალბათ, აღარ უნდა დავსვათ ბიძინა ივანიშვილზე კითხვა, აღარ უნდა ვუპასუხოთ, თორემ რაც მეტს ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილზე, მით უფრო იზრდება მისი გავლენა ადამიანებზე. სხვა სერიოზული ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის იმ ჯგუფის შურისძიების გაგრძელება, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს საქართველოს ინტერესები”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები