ბაია კვიციანი გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი – ბაია კვიციანი ეუთო-ს (OSCE) უფროს მრჩეველს გენდერულ საკითხებში ლარა სკარპიტას და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობის” თავმჯდომარეს, იულია ხარაშვილს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ბაია კვიციანმა სტუმრებს გენდერული საბჭოს საქმიანობა, საბჭოს სამოქმედო გეგმა და მიმდინარე აქტივობები გააცნო.

„ვისაუბრეთ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 – პუნქტიანი გეგმის მე-9 რეკომენდაციის შესრულებისთვის საბჭოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და ამ მიმართულებით მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებზე. სტუმრებმა გაგვაცნეს საკუთარი გეგმები, საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მზადყოფნა გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობაზე მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაია კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები