უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ზურგს უკან რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორები იცავენ პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
„ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იქამდეც კი, რომ მიიღონ გაფრთხილება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორები იცავენ პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. ვერც ერთი მხარე ვერ უზრუნველყოფს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეთანხმებების შესრულებას“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.