ელისო ბოლქვაძე ისლანდიის კულტურის მინისტრს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, ისლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის კულტურის მინისტრს, ლილია ალფრედსდოტირს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელზეც დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები