რატი ბრეგაძე – მალგოჟატა გოშევსკაზე: უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ჩვენი კანონმდებლობით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვს

უნდა შესულიყო რას ნიშნავს? მას ამის უფლება აქვს და ვინმემ დაარღვია ეს უფლება?, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“.

ბრეგაძის განმარტებით, გოშევსკა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას, საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვს.

„ქალბატონი გოშევსკა არის პოლიტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას საქართველოს კანონმდებლობით არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება, შესაბამისად, იგი ვერ შევიდოდა.
როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის პრობლემა არცერთ ადამიანს არ ჰქონია, ვისაც ეკუთვნოდა. მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 1 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექნება, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები