ირაკლი ზარქუა: თუ რამე საფრთხე დაემუქრა ჩვენს მისწრაფებებს, ეს იქნება „ნაცმოძრაობისა“ და მათი ფასიანი ლობისტების დამსახურება, ქართველი ხალხისგან ისინი მიიღებენ პასუხს

“ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა და ეს არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამ დროს რას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფასიანი ლობისტები – ძალით აკეთებენ იმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.

„იმ შემთხვევაში, თუ მოხდა, რომ ევროკომისიამ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და არა – საქართველოს მოსახლეობისა და საქართველოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის” და მათი პარტნიორი ამ კუბილიუსებისა და ფოტიგების დამსახურება. საქართველოს ხელისუფლება ისევე  როგორც საპარლამენტო უმრავლესობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ. წავედით დათმობებზე. თუ რამე საფრთხე დაემუქრა ჩვენს მისწრაფებებს ეს იქნება პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ფასიანი ლობისტების დამსახურება და ქართველი ხალხისგან ისინი მიიღებენ პასუხს“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები