ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამუშაო დროის აღრიცხვის არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს.

ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა.
სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში შესული ტექნიკური ცვლილებები სამმხრივი კომისიის ფორმატში იქნა განხილული. ცვლილებები ძალაში 8 ნოემბრიდან შედის.

სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, ამ დროის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებით, შესაძლებელი გახდა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა კიდევ უფრო მოქნილი გამხდარიყო. სისტემის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო როგორც ბიზნესის, ასევე, დასაქმებულთა ინტერესები.
უცვლელი რჩება დამსაქმებელთა ვალდებულება, სამუშაო დროის აღრიცხვის შესახებ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. ინფორმაცია უნდა აისახოს ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.

დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, ნამუშევარი საათების შესახებ ინფორმაცია გააცნოს საკუთარ თანამშრომელს.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანება, დამსაქმებელთა ასოციაცია და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები