„რუსეთმა ირანული დრონების პირველი პარტია თითქმის ამოწურა“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთმა 300-მდე ირანული უპილოტო საფრენი აპარატის პირველი პარტია თითქმის ამოწურა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა თითქმის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ინფრასტრუქტურულ და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისას გამოიყენეს.

„ჩვენ ვისწავლეთ მათი უმეტესობის განადგურება და ჩამოგდება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ირანმა აიღო ვალდებულება რუსეთისთვის გადაეცა 1 5000-იდან 2 400-მდე კამიკაძე დრონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოკუპანტებმა ყველა მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი ამ უპილოტო საფრენ აპარატებს სხვა ქვეყნებსაც აწვდის სამხედრო ოპერაციებისთვის, ახლა ისინი ამას მშვიდად ვერ აკეთებენ. იმედი გვაქვს, რომ ირანული მხარე არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც მას რუსეთთან აკავშირებს“, – განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები