პოლონეთს 2023 წლის იანვრიდან უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალი წესები შემოაქვს 

პოლონეთში “უკრაინელების დახმარების შესახებ” სპეციალურ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ყოფნის პირობები იცვლება.

ამის შესახებ SchengenVisaInfo იტყობინება.

კერძოდ, 2023 წლის იანვრიდან უკრაინელ ლტოლვილებს საცხოვრებელი ხარჯების ნაწილის დაფარვა და PESEL-ის საიდენტიფიკაციო ნომრის აღება მოუწევთ.

სიახლეების მიხედვით, აპლიკაცია “Diia pl” (Diia.pl) შევსებული ელექტრონული დოკუმენტი ბინადრობის ნებართვად განიხილება, ხოლო დროებითი დაცვის მოწმობა უკრაინელებს მისცემს უფლებას, გადაკვეთონ პოლონეთის საზღვარი ვიზის ხელახალი აღების გარეშე.

უკრაინელი ლტოლვილების პოლონეთიდან გასვლას სოციალური დაზღვევის სამსახური და სხვა ინსტიტუტები გააკონტროლებენ. ასეთი ზომებით პოლონეთის ხელმძღვანელობას სურს ფინანსური დახმარების არასათანადო გადახდების არიდება.

2023 წლის 1-ელი თებერვლიდან უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც პოლონეთში 120 დღეზე მეტხანს დარჩებიან, ცხოვრების ღირებულების ნახევრის დაფარვა მოუწევთ. ამასთან, თანხა, რომელიც უნდა იყოს  გადახდილი, არ უნდა აღემატებოდეს დღეში 40 ზლოტს (8,40 ევრო) ერთ ადამიანზე.

2023 წლის 1-ელი მაისიდან კი, ქვეყანაში 180 დღის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, უკრაინელებს მოუწევთ ღირებულების 75% დაფარვა, ანუ 60 ზლოტი (12,61 ევრო) ერთ ადამიანზე დღეში.

ამავდროულად, იმოქმედებს გამონაკლისები. ცხოვრების ღირებულების გადახდის მოთხოვნა არ გავრცელდება ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა – შშმ პირები; ბავშვები; პენსიონერები; ორსული ქალები; 12 თვემდე ბავშვიანი პირები; მეურვეები სამი ან მეტი შვილით; ადამიანები, რომლებიც რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები