25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება. 2 საათის განმავლობაში მზის დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება მთელ ევროპაში და, მათ შორის, საქართველოში, ასევე, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ ციმბირში.
ასტროლოგიური მოვლენა საქართველოში 13:50 საათზე დაიწყო, მაქსიმუმი თბილისის დროით 15:08 საათზე დაფიქსირდება, 16:22 საათზე კი მზის დაბნელება დასრულდება. მზის ნაწილობრივი დაბნელების მაქსიმუმის დროს მთვარე მზის ხილული ზედაპირის 58,01% ს დაფარავს.