ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: ცდილობენ, რამენაირად, თავიანთი მავნებლური ფუნქცია უფრო გაზარდონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის მოსამართლე წევრებად არჩევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ხელმოცარულები. ცდილობენ რამენაირად, თავიანთი მავნებლური ფუნქცია უფრო გაზარდონ. რა თქმა უნდა, ჩვენი სასამართლო ხელისუფლება იდეალური არ არის იმიტომ, რომ მემკვიდრეა იმ ტირანიისა, რაც არსებობდა. მაგრამ რადიკალურად ხომ გამოსწორებულია? პროკურატურის მოთხოვნების 100%-ს რომ ეთანხმებოდა წინა რეჟიმის დროს მოსამართლე, ეს ხომ გაქრა?“, – განაცხადა ზარქუამ.