საქართველოში მეორე მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ეპიცენტრი სოფელი სალამალეიქია. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“დღეს, თბილისის დროით 13:39 საათზე, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე მიწისძვრა თბილისის დროით 13:20 საათზე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან მოხდა.