ირანის უსაფრთხოების ძალებმა აქციაზე 17 წლის მოზარდი მოკლეს

ირანის ქალაქ მეშჰედში უსაფრთხოების ძალებმა, დამიზნებით, ახლო მანძილიდან 17 წლის აბოლფაზლ ადინეზადე მოკლეს, რომელიც ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა.

მოზარდი აქციაზე 8 ოქტომბერს გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა, – იტყობინება BBC წყაროზე დაყრდნობით.

ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, გარდაცვალების მოწმობაში, რომელიც BBC-იმ მოიპოვა, ნათქვამია, რომ ადინეზადე ღვიძლისა და თირკმელების დაზიანების შედეგად გარდაიცვალა, რაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულ ჭრილობას მოჰყვა.

მოზარდის მამამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ “რა დანაშაული ჩაიდინა, რომ თქვენ მას მუცელში 24 ტყვია ესროლეთ?”

10 ოქტომბერს ასევე გახდა ცნობილი, რომ ქალაქ არდებილში 15 წლის სკოლის მოსწავე – ასრა პანაჰი უსაფრთხოების ძალების მიერ ცემის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. გოგონამ თანაკლასელებთან ერთან აიათოლა ჰამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე თქვა უარი.

Didban Iran-თან საუბარში ​არდაბილის დეპუტატმა, კაზემ მუსავმა თქვა, რომ ​ასრამ თავი მოიკლა, მან “დიდ რაოდენობით აბები გადაყლაპა”.

“ბუნებრივი სიკვდილით” გარდაცვალების ვერსიას ირანის ხელისუფლება ავითარებს მაჰსა ამინისთან დაკავშირებითაც, რომელიც “მორალის პოლიციამ” სექტემბერში ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის სასტიკად აწამა და 22 წლის გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები