გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში შტაინმაიერის ვიზიტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა პრეზიდენტის კიევში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს.
Bild-ის ცნობით, შტაინმაიერი უკრაინაში წლის ბოლომდე გაემგზავრება, თუმცა ვიზიტის გაუქმებამ კიევში გაღიზიანება გამოიწვია.