რას გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განმარტებით, დაფინანსების ახალი მოდელის თანახმად, ტარიფები სამართლიანი იქნება.

მისივე თქმით, იმ კლინიკებთან მიმართებით, რომლებიც დამატებით მოთხოვნებს წაუყენებენ პაციენტებს, ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეაგირება ექნება.

“კონკრეტულ დიაგნოზზე კონკრეტული ტარიფია განსაზღვრული და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევაა საჭირო – ოპერაცია, რეანიმაცია თუ ა.შ. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო უხდის დიაგნოზის მიხედვით.

იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი – ეს არის ურთიერთობა კლინიკასა და სახელმწიფოს შორის, პაციენტისთვის კი არაფერი იცვლება. „დიარჯის“ პრინციპის დათვლისას ორი კომპონენტია ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის საბაზისო ტარიფი, რომელიც არის საშუალო ჩარევის ღირებულება. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც კლინიკები ასახელებენ, რომ სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა ტარიფი ჰქონდა ეს საკითხი არის მოგვარებული. ტარიფები სამართლიანია და არის ის ტარიფები, რომლის ფარგლებშიც კლინიკებს შეუძლიათ ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ საქართველოს მოსახლეობას. იმ კლინიკებთან მიმართებით, რომლებიც კიდევ დამატებით მოთხოვნებს წაუყენებენ პაციენტებს – სამინისტრო იქნება მკაცრი, მაქსიმალურ მონიტორინგს გავუწევთ იმისთვის, რომ დამატებითი თანაგადახდა პაციენტებს აღარ მოსთხოვონ”, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები