“მთელი ღამე და დილაა, მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებენ, მაგრამ ჩვენ გატეხვას ვერ შეძლებენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე დღეს განხორციელებულ, კამიკაძე-დრონებით თავდასხმას გამოეხმაურა.

როგორც მან დაწერა, “მტერი მთელი ღამეა და მთელი დილაა, მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს. კამიკაძე-დრონები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა. მტერმა შესაძლოა, დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ჩვენ გატეხვას ვერ შეძლებს. ოკუპანტებს სამართლიანი სასჯელი და მომავალი თაობების დაგმობა ემუქრებათ, ჩვენ კი – გამარჯვება“.

რაც შეეხება კიევში, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სახლიდან 18 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

“წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩება ორი ადამიანი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დანგრეული შენობებში გაჩენილი ხანძრის ქრობა და ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. არიან თუ არა დაღუპულები – ინფორმაცია ზუსტდება”, – დაწერა კლიჩკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები