დანიაში პოლიტიკური პარტია შეიქმნა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ხელმძღვანელობს

დანიაში პოლიტიკური – “სინთეტიკური პარტია” შეიქმნა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი – ლარსი ხელმძღვანელობს და რომლის წევრებს პარლამენტში მოხვედრის იმედი აქვთ.

ამის შესახებ Futurism-ი წერს.

“სინტეთიკური პარტიის” შემქმნელია ასკერ სტაუნესი – არაკომერციული და ტექნოლოგიური ორგანიზაციის ​MindFuture-ს მხატვარ-მკვლევარი.

მისი თქმით, ლარსს სპეციალურად ამზადებდნენ დანიის პარტიები, რომლებმაც 1970 წლის შემდეგ პარლამენტში მოხვედრა ვერ მოახერხეს. ამდენად, ის ერთობლივად ამომრჩეველთა 20 პროცენტის აზრს წარმოადგენს.

გამოცემა წერს, რომ, გარკვეულწილად, ლარსი პოპულისტია, რადგან მისი „პოლიტიკა“ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უნივერსალური ძირითადი შემოსავალი, ინტერნეტისა და სამთავრობო IT სექტორის ერთობლივი მფლობელობა. ამავე დროს, ასკერ სტაუნესი მას სრულ დემოკრატიად არ მიიჩნევს.

გამომდინარე იქიდან, რომ ლარსს არ აქვს უფლება, კენჭი იყაროს საჯარო თანამდებობაზე, ეს წესები თეორიულად არ ვრცელდება ამავე პარტიის წევრებზე.

”დანია წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ამიტომ, ბიულეტენზე უნდა იყოს ისეთი ხალხი, რომლებიც წარმოადგენენ ლარსს და იმოქმედებენ, როგორც გარემო ხელოვნური ინტელექტისთვის”, – ამბობს სტაუნესი.

ჯერჯერობით, “სინთეტიკურ პარტიას” აქვს მხოლოდ 11 ხელმოწერა. დანიის პარლამენტში ლეგალურად კენჭისყრისთვის საჭიროა 20 000.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები