ირანში, ევინის ციხეში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ირანში, ევინის ციხეში გაჩენილ ხანძარს 4 პატიმარი ემსხვერპლა, 61 დაშავდა.
თეირანში სროლისა და აფეთქებების ხმა გუშინ ღამით გაისმა. ხანძრის გაჩენის მიზეზად რამდენიმეკვირიანი ანტისამთავრობო გამოსვლები სახელდება.
საპროტესტო აქციები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 22 წლის გოგონა, მასა ამინი მოკლა.