სი ძინპინი: უახლოეს დროში ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო უნდა გახდეს

ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში გამოთქვეს სურვილი, რომ საწარმოო მრეწველობის განვითარების, ასტრონავტიკის, ტრანსპორტის და ქსელური ტექნოლოგიების და ასევე პროდუქციის ხარისხის დონით დააჩქარონ სახელმწიფოს წამყვან მსოფლიო ძალად გადაქცევის პროცესი.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, სი ძინპინის განცხადებით, უახლოეს დროში ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო უნდა გახდეს.

„ჩვენ მთავარ მიზნად უნდა დავისახოთ მაღალხარისხიანი განვითარება, ორგანულად გავაერთიანოთ შიდა მოთხოვნის გაფართოების სტრატეგიის განხორციელება მიწოდების სექტორში სტრუქტურული რეფორმების გაღრმავებასთან ერთად. საჭიროა დავაჩქაროთ თანამედროვე ეკონომიკური სისტემის შექმნა, მოვაბილიზოთ ძალები საერთო ფაქტორულ წარმოებაზე, ასევე, სტრესული ვითარების გამძლეობის გაძლიერება, საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება“, – განაცხადა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა სი ძინპინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები