ბართინში ქვანახშირის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

თურქეთში,ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განუცხადა.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა. ნანგრევების ქვეშ რჩება ათობით მაღაროელი და მათ გადასარჩენად ამ წუთებშიც ტარდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 150-მდე მაშველი მონაწილეობს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები