ტაჯიკეთის ლიდერმა პუტინს განუცხადა, რომ აზია სსრკ არ არის
ტაჯიკეთი – სხვადასხვა რესურსით მდიდარი ქვეყანაა თავისი ისტორიით, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს რუსეთისგან, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, – აღნიშნულის შესახებ ტაჯიკეთის ლიდერმა, ემომალი რახმანმა ცენტრალური აზია – რუსეთის სამიტის პარალელურად განაცხადა.
„ახლა რაღაც საცოდავი ფორუმია ტაჯიკეთში და ჩვენ ვიხვეწებით რომ მინისტრების მოადგილეების დონეზე მაინც დავესწროთ. ტაჯიკეთი სტრატეგიული პარტნიორია და დაიმსახურა. ჩვენთან 2,5 მილიონზე მეტი მოსწავლე სწავლობს რუსულ ენას. მაგრამ ჩვენ გამოგვიყვანეს, როგორც პატარა ერი. დიახ, ჩვენ არ ვართ 100-200 მილიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ისტორია, რომელიც ჩვენ გვიყვარს. ჩვენ გვინდა რომ პატივს გვცემდნენ. სადმე რამე დავარღვიეთ? სადმე ვინმეს არასწორად მივესალმეთ? ჩვენ არასდროს არაფერი დაგვირღვევია. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. უფრო მეტი რესურსი გვაქვს, ვიდრე მენდელეევის ცხრილში. გვაქვს ნავთობი და გაზი…. ძვირფასი მეტალები და ნედლეული, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსადაა. ეს არავის აინტერესებს“,- აღნიშნა რახმანმა.
ტაჯიკეთის ლიდერმა ასევე თხოვნით მიმართა პუტინს, რომ კრემლმა არ გაატაროს რესპუბლიკის მიმართ ისეთი პოლიტიკა როგორიცაა: ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნისადმი.