Reuters: აშშ უკრაინას 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული დახმარების პაკეტი საბრძოლო მასალებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 17.5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები