მიხეილ სარჯველაძე: არავითარი უპირატესობები სახალხო დამცველის არცერთ კანდიდატს არ ექნება, თანაბარი შანსი აქვს ყველა კანდიდატს

ქულების შეფასება რომ ნამდვილად პირობითია, არავითარი სარეიტინგო მაჩვენებლები და არავითარი უპირატესობები და პრეფერენციები სახალხო დამცველის არცერთ კანდიდატს არ ექნება. თანაბარი შანსი აქვს როგორც პირველ, ასევე, ბოლო ადგილზე გასულ კანდიდატურას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

“არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას სიტყვა არ უნდა ეკუთვნოდეს და როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული ორგანიზაციები ან, მაგალითად, ცალკეული შემფასებლები, ან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან რაღაც საკითხზე თანხმდებიან, როდესაც ამით ამბობენ, რომ გინდა თუ არა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის სავალდებულო ძალის უნდა იყოს, ეს არც სამართლიანია და არც ლეგიტიმური. არადა, ეს ასე გამოდის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები