ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, კვალიფიციური უმრავლესობა, რაც საჭიროა ომბუდსმენის ასარჩევად, მიღწეული იქნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ ომბუდსმენის ასარჩევად საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა მიღწეული იქნება და მას კონსენსუსის იმედი აქვს.

„კონსენსუსის იმედი მაქვს, მაგრამ არ მგონია, რომ პარლამენტის 150-ვე  წევრი ერთ რომელიმე კანდიდატს მისცემს ხმას, თუმცა, იმედი მაქვს, კვალიფიციური უმრავლესობა, რაც საჭიროა ომბუდსმენის ასარჩევად, მიღწეული იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საკონკურსო კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების შედეგები პარლამენტს გადაუგზავნა. კომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკოსები არჩევანის გაკეთებისას მათ შეფასებებს გაითვალისწინებენ. კომისიის მუშაობას აკრიტიკებს თავადაც სახალხო დამცველობის მსურველი იაგო ხვიჩია. ახლა პროცესები უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დაასახელოს, რომელთაგანაც პარლამენტი არჩევანს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები