გივი მიქანაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მონაწილეებს ვაქცინის დისკრიმინაციის პრევენციის საკითხთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, გათვალისწინებულნი იყვნენ ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც პატიმრები და ციხეებში მომუშავე პერსონალია.

გამოსვლაში გივი მიქანაძე ვაქცინების ადმინისტრირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ადმინისტრირება ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები