გია აბაშიძე: რატომ გახდა ასეთი საძულველი ნაცსექტა? იმიტომ, რომ მათი ბუნებაა ასეთი – ადამიანურ ტრაგედიებზე სპეკულირებენ, უბედურებას დესტრუქციული დღის წესრიგის წინ წასაწევად იყენებენ და კისკისით “გლოვობენ”

რამდენი ტრაგედია უნდა გავიხსენოთ, სადაც ნაცგარეწრები სამარცხვინოდ არ ეცადნენ პოლიტიკური ქულების დაწერის უბადრუკ მცდელობას?! ამიტომაც, ტოტალურად გამქრალია მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ავსულების გვერდით ხალხი არ დგას!, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ გაჟღერებული სპეკულაციების შესახებ.

მისი თქმით, დამნაშავენი მალე გამოვლინდებიან და კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

„რატომ გახდა ასეთი საძულველი ნაცსექტა? იმიტომ, რომ მათი ბუნებაა ასეთი – რევანშიზმი, ბოროტება, ფარისევლობა და სიყალბე. ადამიანურ ტრაგედიებზე სპეკულირებენ, იყენებენ უბედურებას მათი მახინჯი, დესტრუქციული დღის წესრიგის როგორმე წინ წასაწევად და “გლოვობენ” კისკისით. რამდენი ტრაგედია უნდა გავიხსენოთ, სადაც ნაცგარეწრები სამარცხვინოდ არ ეცადნენ პოლიტიკური ქულების დაწერის უბადრუკ მცდელობას?!
ამიტომაც, ტოტალურად გამქრალია მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ავსულების გვერდით ხალხი არ დგას!
ღმერთმა აცხოვნოს და შეიწყალოს ახლადშესვენებული მარიტა-მარიამის სული, ღმერთმა ძალა მისცეს მის ოჯახსა და ახლობლებს! ღმერთმა გვაშოროს მომავალი ტრაგედიები!
ვაკის პარკში მომხდარ საშინელებაში დამნაშავენი მალე გამოვლინდებიან და კანონის წინაშე აგებენ პასუხს“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები