უკრაინის საჰაერო ძალებმა 4 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა „კალიბრის“ ტიპის ოთხი რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს.
CNN-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო სარდლობა Telegram-ზე ავრცელებს.
„რუსები აგრძელებენ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე და სარაკეტო იერიშს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსებმა დასავლეთ რეგიონის ობიექტებს შავი ზღვიდან „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტები დაუმიზნეს. განადგურდა ოთხი საკრუიზო რაკეტა“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო სარდლობის განცხადებაში.