კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები უცვლელია, მაგრამ მათი მიღწევა მოლაპარაკებების გზითაც შესაძლებელია.
„მიმართულება არ შეცვლილა, სპეცოპერაცია გრძელდება, გრძელდება ჩვენი მიზნების მისაღწევად. თუმცა, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის ჩვენი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ რუსეთის მიმართ მისი „მტრული“ დამოკიდებულების გამო დასავლეთთან უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს.
„დიალოგისთვის ორი მხარეა საჭირო. ვინაიდან დასავლეთი ახლა ძალიან მტრულ პოზიციას იკავებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი პერსპექტივა უახლოეს მომავალში გამოჩნდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.