რატი იონათამიშვილი: გარკვეულ უკრაინელ მაღალჩინოსნებს აქვთ მუდმივი მცდელობა – საქართველო დაადანაშაულონ, ძალიან ბევრი ცილისწამება ვნახეთ

გარკვეულ უკრაინელ მაღალჩინოსნებს აქვთ მუდმივი მცდელობა – საქართველო დაადანაშაულონ. საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი ცილისწამება ვნახეთ მათი მხრიდან და აღმოჩნდა, რომ თითოეული ასეთი ცილისწამება იყო სიცრუე და არ შეესაბამებოდა სიმართლეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მსგავსი ბრალდებები გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი.

„ერთი მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო არ შეეხიდა გვამებით უკრაინას, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი. საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ პლატფორმაზე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სწორედ საქართველო არის და სულ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთი რეზოლუციის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან ამისი დასტურია. შესაბამისად, ასეთი რიტორიკა ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღ და სწორ რეაქციას იწვევს, ვინაიდან რაც ოკუპაციის წინაშე ჩვენმა ქვეყანამ გადაიხადა, თანამედროვე სამყაროში რთულად მოვძებნით მეორე ასეთ ქვეყანას. ამიტომ, ყველა ცოტა ფრთხილად იყოს, როცა საქართველოზე, ჩვენს თავმოყვარეობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იწყებს საუბარს. ჩვენ ღირსეულად ვიცავთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იმისთვის, რომ ეს ბრუტალური რუსული აგრესია, რაც ახლა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იყოს შეჩერებული და ყველა დიპლომატიურ არხს და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას ვიყენებთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები