“არ გვსურს მსოფლიო ომი, პუტინმა ომი უნდა შეაჩეროს” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ სურს მესამე მსოფლიო ომი და უკრაინის დახმარება მიზნად ისახავს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ამის შესახებ მაკრონმა Twitter-ზე დაწერა.

“ჩვენ არ გვსურს მსოფლიო ომი. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, გადარჩეს საკუთარ მიწაზე, არასოდეს შეუტიოს რუსეთს. ვლადიმერ პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები