ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე, სომხეთის სუს-მა გამოძიება დაიწყო
ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფექტების საქმეზე, სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ საქმის აღძვრა მიზნად ისახავს მიღებული მონაცემების და საქმის ყველა გარემოების გამოძიებას, „საერთაშორისო ტერორიზმის ხელშეწყობის“, „ასაფეთქებელი ნივთიერების კონტრაბანდის“, ასევე, „საბუთების გაყალბების მუხლებით“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აღნიშნულია, რომ საქმის ფარგლებში ჩატარდა დაკითხვები, დოკუმენტების ამოღება და სხვა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები.
“მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რის შედეგადაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ინფორმაციას მოგაწვდით”, – აცხადებენ უწყებაში.
12 ოქტომბერს რუსეთის “ფსბ”-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეზე 8 პირია დაკავებული, მათ შორის არიან რუსეთის 5 მოქალაქე, სამი – უკრაინისა და სომხეთის.
ფსბ-ს მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ “ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი – კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა აგვისტოს დასაწყისში გაიგზავნა ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის რუსში – ხელშეკრულებით No 02/08/2022 Translogistic UA LLC (კიევი) და Baltex Capital S.A.-ს შორის“.
ბულგარეთიდან ფოთის პორტში და შემდეგ სომხეთში ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებაში უკრაინის მოქალაქეები – ციურკალო მიხაილ ვლადიმიროვიჩი, კოვაჩ დენის ოლეგოვიჩი, სოლომკო რომან ივანოვიჩი, საქართველოს მოქალაქეები – ინოსარიძე სანდრო, ბროკერი, სახელად -„ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე – ტერჩანიან არტური მონაწილეობდნენ.
29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდში ერევანში, “ტრანსალიანსის” ტერმინალში, ტვირთი განბაჟდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესების მიხედვით და შეიცვალა დოკუმენტები, რის შემდეგაც მისი გამგზავნი იყო შპს GU AR GROUP- ი (სომხეთი, ალავერდი), ხოლო მიმღები შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).
4 ოქტომბერს საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო ავტომობილით ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი “ზემო ლარსის” საგუშაგოდან გადაკვეთა და 6 ოქტომბერს არმავირის საბითუმო ბაზარში გადმოიტვირთა.
„7 ოქტომბერს რომან სოლომკოს, 1987 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ზლობ ვლადიმერ ვასილიევიჩის და რუსეთის კიდევ ხუთი იდენტიფიცირებული მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა. გამგზავნი გახდა შპს „TEK-34″ (ულიანოვსკი), ხოლო მიმღები ყირიმის რესპუბლიკაში არარსებული კომპანია. იმავე დღეს, პალეტები დატვირთული იყო 1971 წელს დაბადებული, რუსეთის მოქალაქე იუსუბოვ მახირის სატვირთო მანქანაში, რომელიც გაემგზავრა სიმფეროპოლში და 8 ოქტომბერს, 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გავლისას აფეთქება მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
Write to მარიამ ტიელიძე