“უკრაინამ საზღვრები 1991 წლის შესაბამისად უნდა აღადგინოს” – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს უკრაინის საზღვრების აღდგენას 1991 წლის შესაბამისად და მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია.
ამის შესახებ მან France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მიზნები ნათელია – 1991 წლის საზღვრების აღდგენა. ამიტომ, საკითხავია, მიიღწევა თუ არა ეს სამხედრო მიზნები მხოლოდ სამხედრო გზით. ის, რომ ჩვენ მათ იარაღს ვაძლევთ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია, მათ მაგივრად გადავწყვიტოთ”, – განაცხადა მაკრონმა. .
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის ინტერესებშია, რაღაც მომენტში, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.
„ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ უკრაინელებს გადარჩენაში, შევინარჩუნოთ ევროპა ერთიანი და დავსვათ ისინი რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან. მოლაპარაკება არ ნიშნავს დანებებას“, – განაცხადა მან.