“თურქეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის სამართლიან დასრულებას” – ერდოღანი

თურქეთი მხარს უჭერს რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიან დასრულებას და სჯერა, რომ მოგვარებისთვის დიპლომატიური ბერკეტები არსებობს, მიუხედავად ადგილზე არსებული ყველა სირთულისა, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის კონფერენციის VI სამიტზე გამოსვლისას.

თურქეთის ლიდერი უკრაინაში “სისხლისღვრის დაუყოვნებლივი დასრულების მიზნით” დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, – იტყობინება Anadolu.

მისი თქმით, კაცობრიობა მსოფლიო ასპარეზზე ძალთა ბალანსის ცვლილების რთულ პერიოდს გადის, რაც გაერო-ს რეფორმას მოითხოვს.

„თურქეთი დიდი ხანია, ამბობს, რომ „სამყარო ხუთზე მეტი ქვეყანაა [გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი]“, როდესაც ვამახვილებთ ყურადღებას მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმების მნიშვნელობაზე. მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობას საერთო ბედი აქვს. პანდემიამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

“უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა უნდა ჩამოყალიბდეს ახალ აღქმაზე, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნებისა და რეგიონების უფრო მეტ სამართლიანობასა და წარმომადგენლობაზე. პრობლემები უნდა იყოს აღქმული, როგორც საერთო გამოწვევები და გადაწყვეტილებები ერთად უნდა იყოს შემუშავებული“, – ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოების გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიმინალური ორგანიზაციების განსხვავება მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები