„პუტინი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის აღარ არის უძლეველი“ – ბენ უოლესი
უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის სერიის გამო, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იწყებს იმის გააზრებას, რომ რუსეთი აღარ არის ზესახელმწიფო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინაში პუტინის შეჭრა უნდა დაამარცხოს.
„პუტინმა ახლახან აღმოაჩინა, რომ რუსეთი არ არის ზესახელმწიფო. პუტინმა იცის, რომ ის აღარ არის უძლეველი. ეს არის საკვანძო მომენტი. მიიჩნევდნენ, რომ უვნებელნი არიან, თუმცა სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.