გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, მხარი 143-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა.
აღნიშნული რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია უკანონოა და ძალა არ აქვს.
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობა გადაუხადა.
„რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და არასდროს იქნება აღიარებული თავისუფალი სახელმწიფოების მიერ. უკრაინა თავის მიწებს დაიბრუნებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
Grateful to 143 states that supported historic #UNGA resolution "Territorial integrity of Ukraine: defending the principles of the UN Charter". The world had its say – RF’s attempt at annexation is worthless & will never be recognized by free nations. 🇺🇦 will return all its lands pic.twitter.com/FupYPfZz8M
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 12, 2022