გენერალი მარკ მილი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას „ომის დანაშაულს“ უწოდებს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა „ომის დანაშაულია“.

„რუსეთმა მიზანმიმართულად დაარტყა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების მიზნით. მათი სამიზნე უკრაინაში მოხუცები, ქალები და ბავშვები არიან. განურჩეველი და მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე ომის დანაშაულია“, – განაცხადა გენერალმა მარკ მილმა.

მანვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქალაქეები „ძალიან განიცდიან“, ქვეყანა აგრძელებს „გაძლებას და ისინი ყველასთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები